,,იბერია ბიზნეს ჯგუფი“ (IBG) შეიქმნა 1999 წელს. დღეისათვის IBG წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე არსებულ ყველაზე დიდ საავტომობილო ჰოლდინგს, რომელიც ახორციელებს, როგორც ახალი ავტომობილების იმპორტირებასა და რეალიზაციას, ასევე მომსახურებას ავტოსერვისის, ავტოსათადარიგო ნაწილების, ზეთებისა და საბურავების მიმართულებით.
საქართველოში IBG ოფიციალური წარმომადგენელია შემდეგი საავტომობილო ბრენდების: Volkswagen, Audi და Mitsubishi Motors
ჰოლდინგის შემადგენლობაშია ასევე მეორადი ავტომობილების ბაზრობა "Myauto" და “ITA” (,,იბერია ტექ ავტომოტივი“) - კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ავტოსათადარიგო ნაწილების იმპორტისა და რეალიზაციის კუთხით. ITA მუშაობს საბითუმო, საცალო და კორპორატიული მიმართულებით. კომპანია ასევე სთავაზობს მომხმარებლებს ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას თბილისსა და ბათუმში. ITA არის ოფიციალური პარტნიორი ისეთი მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისა, როგორებიცაა: Mobil, Continental, Bosch, Bilstein, Elf, Febi, Pirelli, Banner, Jurid By Honeywell, Lotos SA, Kavo Parts და სხვა მრავალი.