2020
28
აპრილი
Kia Promise: პროგრამა, რომელიც ევროპული ბაზრისთვის საგარანტიო პერიოდს კიდევ ერთი თვით ახანგრძლივებს
კიას მფლობელებს, რომელთა ავტომობილებზე საგარანტიო პერიოდი სრულდება 2020 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით, მაგრამ COVID-19 პანდემიის შედეგად მსოფლიოში მიმდინარე უპრეცედენტო ვითარების გამო, ვერ შეძლეს საგარანტიო მომსახურების მიღება, Kia Motors-ის გადაწყვეტილებით, საგარანტიო დაფარვის პერიოდი 2020 წლის ივნისამდე გაგრძელდება.
კომპანია სრულად უზრუნველყოფს ასეთი მომხმარებლების საგარანტიო ვალდებულების შესრულებას.