2020
18
ივლისი
ŠKODA OCTAVIA-ს სრულიად ახალი ერგონომიური სავარძლები
ბოლო წლებში, ავტომობილის მფლობელები სავარძლების ხარისხს სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ.
არასწორ პოზიციაში დიდი ხნით ჯდომამ, შესალოა ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები გამოიწვიოს, როგორიცაა წელის, ფეხების ან მხრების ტკივილი, დაძაბულობა, კისრის დაჭიმულობა, დაღლილობა და კონცენტრაციის დაქვეითება.
ŠKODA OCTAVIA გთავაზობთ სრულიად ახალ ერგონომიულ სავარძლებს, რომლებსაც "ჯანმრთელი ზურგის კამპანიის" ფარგლებში გერმანიის AGR-მა (Aktion Gesunder Rücken) "შემოწმებული და რეკომენდებული"-ს ჯილდო მიანიჭა.
AGR-ის ჯილდო დამოუკიდებელი ექიმებისა და თერაპევტების მიერ ჩატარებულ კვლევებს და რეკომენდაციებს აერთიანებს, რომლებიც მკაცრი ტესტირებების საფუძველზე გაკეთდა.
ახალი სავარძელი სიგრძისა და სიმაღლის ელექტრო რეგულირებასთან ერთად, გაფართოების ფუნქციითაცაა აღჭურვილი და მძღოლის საჭიროებების მიხედვით ადაპტირდება. მაღალი ხარისხის პერფორირებული ტყავის გადასაკრავი და მასაჟისა და ვენტილაციის ფუნქცია კი დამატებით კომფორტს უზრუნველჰყოფს.