საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" 1999 წლის 20 აგვისტოს იოსებიძის ქუჩაზე მდებარე №161-ე საჯარო სკოლაში გიგა არევაძემ, ქართლოს ჭუმბურიძემ და მამუკა კვარაცხელიამ დააფუძნეს.
2005 წელს საფეხბურთო კლუბი "იბერია ბიზნეს ჯგუფმა" შეიძინა.
დაარსების დღიდან კლუბში თავმოყრილია გამოცდილი სპეციალისტების (ადმინისტრაცია, მწვრთნელები) ჯგუფი, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ მოზარდ თაობებს. ამას ნათლად ასახავს ის ფაქტი, რომ 1999 წლიდან დღემდე, საფეხბურთო კლუბ „საბურთალო“–ში მრავალი ნიჭიერი ფეხბურთელი აღიზარდა.
ამ წლების განმავლობაში კლუბის განვითარებისთვის, განხორციელდა რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია, რაც გამოყენებული იქნა პირველ რიგში სათამაშო მოედნების ასაშენებლად და ევროპული დონის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. ყოველწლიურად, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ხორციელდება მწვრთნელთა გადამზადება და სპორტსმენთა სისტემატური სტაჟირება ევროპული ქვეყნების წამყვან კლუბებში.
მცირე დროში ს.კ.”საბურთალომ” შეძლო 6 წლის ასაკიდან 18 წლამდე ფეხბურთელების აღზრდის თანამედროვე სისტემის დანერგვა და თავისივე აღზრდილი ფეხბურთელებით უმაღლეს ლიგაში გადასვლა, სადაც ზედიზედ სამი წელია წარმატებით ასპარეზობს. ამ მოდელმა განაპირობა უპრეცენდენტო წარმატება ქართულ საფეხბურთო სივრცეში. 2018 წლის 26 ნოემბერს “საბურთალო” პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი.
© 2022 - Iberia Business Group
Provided by: LEMONS