|
|
Untitled Document
ავტობაზრობა Myauto

2011 წლიდან,  რუსთავის შესასვლელში კომპანია „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ მიერ აშენებული თანამედროვე სტანდარტების მქონე ავტობაზრობა  Myauto გაიხსნა. ობიექტის მშენებლობაში კომპანიამ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. 

ავტობაზრობა და მისი დამხმარე ნაგებობები 46 000 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი. ბაზრობას  ჯამში 2000 მანქანის მომსახურება შეუძლია, აქვე ფუნქციონირებს საბაჟო ტერმინალიც

ამასთანავე, მომხარებელს შეუძლია ადგილზე ისარგებლოს სხვადასხვა წამყვანი ბანკების მომსახურებით, განაბაჟოს და გადაიფორმოს მანქანა.

ავტობაზრობაზე რამდენიმე სწრაფი კვების ობიექტია, ხოლო მათთვის ვინც ავტომობილის შესაძენად მეზობელი ქვეყნიდან არის ჩამოსული, ბაზრობის ტერიტორიაზევე განთავსებულია სასტუმრო.