|
|
Untitled Document
Audi-ს ახალი ცენტრი

2005 წლიდან იბერია ბიზნეს ჯგუფის წევრი გახდა ას წელზე მეტი ისტორიის მქონე გერმანული ბრენდი აუდი, რომელიც დღეისათვის ბაზარზე მაღალი კლასის ავტომობილების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.

2015 წლის მარტში გაიხსნა აუდის ახალი ცენტრი, რომლის მშენებლობისთვის 2 920 000 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და იგი გახდა აღმოსავლეთ ევროპაში პირველი ახალი სტანდარტების მქონე ცენტრი, დაპროექტებული გერმანელი არქიტექტორების მიერ.

აუდის ახალი ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს პირველად ეწვია აუდის რეგიონალური ოფისის დირექტორი, რაც ბრენდის სამომავლო განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტია.

აუდის ახალი ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ბრენდის კლიენტები.

ცენტრში წარმოდგენილია აუდის უახლესი დიზაინის მოდელები, მაღალი აღჭურვით.

ყველა მოდელზე ვრცელდება 2 წლიანი გარანტია შეუზღუდავი გარბენით. გარდა ამისა თანხის დამატების შემთხვევაში შესაძლებელია 5 წლიანი საგარანტიო პერიოდის შეძენა.

შოურუმში წარმოდგენილი მანქანების შეძენის გარდა, მომხმარებელს საშუალება აქვს შეუკვეთოს სასურველი კომპლექტაციის და აღჭურვის ავტომობილი, შეიძინოს ბრენდის აქსესუარები და ისარგებლოს მაღალ კვალიფიციური მომსახურეობით.