|
|
Untitled Document
Audi

აუდის ცენტრი

250 60 60
მარშალ გელოვანის გამზირი
 
სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-14:00, დასვენების დღე- კვირა.
 
 
 

 
 
 
 
 
100 წლიანი ისტორიის მქონე გერმანული ბრენდი აუდი 2005 წლიდან გახდა იბერია ბიზნეს ჯგუფის წევრი. დღეისათვის ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრენდია მაღალი კლასის ავტომობილების წარმოებაში.
 
2015 წლის მარტში გაიხსნა გერმანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული აუდის ცენტრი, რომელიც უმაღლესი სტანდარტებით პირველია აღმოსავლეთი ევროპისათვის და მის მშენებლობაში 3 მილიონამდე ინვესტიცია განხორციელდა. გახსნას დაესწრო აუდის რეგიონალური ოფისის დირექტორი, რომელიც საქართველოს პირველად ეწვია და ეს ფაქტი მნიშვნელოვანია ბრენდის სამომავლო განვითარებისთვის.
 
ცენტრში წარმოდგენილია აუდის უახლესი დიზაინის მქონე მოდელები.ყველა მოდელზე ვრცელდება 2 წლიანი გარანტია, შეუზღუდავი გარბენით, ხოლო სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია საგარანტიო პერიოდის 5 წლამდე გაზრდა.
 
შოურუმში წარმოდგენილი მოდელების გარდა შესაძლებელია ნებისმიერი ავტომობილის შეკვეთა სასურველი კომპლექტაციით და ასევე ბრენდის აქსესუარების შეძენა. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს მაღალკვალიფიციური სერვის მომსახურებით.