|
|
Untitled Document
ავტობაზრობა Myauto

2 ივნისიდან რუსთავის შესასვლელში კომპანია „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ მიერ აშენებული თანამედროვე სტანდარტების მქონე ავტობაზრობა სახელად Myauto ამუშავდა.

ობიექტი, რომლის მშენებლობაშიც „იბერია ბიზნეს ჯგუფმა“ 4 მილიონი ლარი ინვესტიცია განახორციელა, საზეიმო ვითარებაში, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური და კომპანიის მენეჯმენტის მიერ იქნა გახსნილი. 

ავტობაზრობა და მისი დამხმარე ნაგებობები 46 000 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი. ბაზრობას  ჯამში 2000 მანქანის მოემსახურება შეუძლია, აქვე ფუნქციონირებს საბაჟო ტერმინალიც. ახლო მომავალში ავტობაზრობაზე ამერიკული ფრენჩაიზი ”პრესიჟენ ავტო სერვისი” - მულტიბრენდული საავტომობილო სერვის ცენტრის აშენებაა დაგეგმილი, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს საქართველოსთვის აქამდე უპრეცედენტო მომსახურება ადგილზე მიიღოს.

ამასთანავე, მომხარებელს შეუძლია ადგილზე ისარგებლოს სხვადასხვა წამყვანი ბანკების მომსახურებით, განაბაჟოს და გადაიფორმოს მანქანა.

ავტობაზრობაზე შესვლის წესები მარტივია- მომხმარებელს შესვლისას გადაეცემა სპეციალური ბარათი, რომელიც დააფიქსირებს მომხარებლის შესვლის თარიღს, ადგილსა და შემდეგ გასვლის დროს.

ავტობაზრობაზე რამდენიმე სწრაფი კვების ობიექტიც განთავსდება. ხოლო მათთვის ვინც ავტომობილის შესაძენად მეზობელი ქვეყნიდან არის ჩამოსული, ბაზრობის ტერიტორიაზევე განთავსებულია სასტუმრო.