|
|
Untitled Document
ინოვაციები ბაზარზე

IBG-ს ერთ-ერთი მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის ინოვაციური პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზებაა. სწორედ ამიტომ კომპანია ყოველთვის ზრუნავს სიახლეების დანერგვასა და განვითარებაზე. 

პირველი ავტოგანვადება საქართველოს ბანკთან
2005 წელს იბერია ბიზნეს ჯგუფმა მომხმარებელს პირველი ავტოგანვადება შესთავაზა. მყიდველს ჰოლდინგში შემავალი ნებისმიერი ბრენდის ავტომობილის განვადებით გამოყვანა შეეძლო. საქართველოს ბანკის მოქნილი პროგრამის დახმარებით, მომხმარებელს მიეცა შესაძლებლობა საოცნებო ავტომობილი უფრო მარტივად, ზედმეტი სირთულეების გარეშე შეეძინა. 
 
პირველი ლიზინგი TBC ბანკთან
იბერია ბიზნეს ჯგუფი იყო პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს ლიზინგის პროგრამა შესთავაზა.  IBG-სა და  TBC ბანკის  ერთობლივი პროდუქტი  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კორპორატიული სეგმენტისთვის იყო.   
 
ჩაანაცვლე ძველი ახლით
2007 წლიდან იბერია ბიზნეს ჯგუფმა კიდევ ერთი ინოვაცია დანერგა.   პირველად საქართველოში, Trade In პროგრამის ფარგლებში ნებისმიერ მომხმარებელს ძველი ავტომობილის ახლით ჩანაცვლების შესაძლებლობა მიეცა. აღსანიშნავია, რომ  მყიდველს შეუძლია ნებისმიერი მარკისა და ასაკის ავტომობილის გადაცვლა. ექსპერტის შეფასების შემდეგ კლიენტს მხოლოდ ფასთაშორისი სხვაობის დაფარვა უწევს. ამ პროგრამის მეშვეობით IBG-მ უფრო გაამარტივა ახალი ავტომობილის შეძენის პროცესი.  
 
შიდა უპროცენტო განვადება
2009 წელს IBG-მ შიდა განვადების სისტემა შექმნა. ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მყიდველს ჰოლდინგში შემავალი ნებისმიერი ბრენდის Mitsubishi, Volkswagen,  Audi, Skoda, Peugeot, Renault, Kia  ავტომობილის შეძენა  უპროცენტო განვადებით შეეძლო. მომხმარებელს ავტომობილის საფასურის დაფარვა 10 თვის გამავლობაში შეეძლო.