|
|
Untitled Document
Audi

აუდის ცენტრი

250 60 60
მარშალ გელოვანის გამზირი
სამუშაო საათები:
ავტომობილების გაყიდვა: ყოველდღე 10:00-18:00, შაბათი 10:00-15:00, დასვენების დღე- კვირა.
ავტოსერვისი: ყოველდღე 10:00-18:00, შაბათი 10:00-15:00, დასვენების დღე- კვირა.
 
 
2005 წლიდან იბერია ბიზნეს ჯგუფის წევრი გახდა ას წელზე მეტი ისტორიის მქონე გერმანული ბრენდი აუდი, რომელიც დღეისათვის ბაზარზე მაღალი კლასის ავტომობილების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.
 
2015 წლის მარტში გაიხსნა აუდის ახალი ცენტრი, რომლის მშენებლობისთვის განხორციელდა 3 მილიონამდე ლარის ინვესტიცია და აშენდა აღმოსავლეთ ევროპაში პირველი ახალი სტანდარტების მქონე ცენტრი, რომელიც დაპროექტებულია გერმანელი არქიტექტორების მიერ.
 
აუდის ახალი ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს პირველად ეწვია აუდის რეგიონალური ოფისის დირექტორი, რაც ბრენდის სამომავლო განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტია და თავის მხრივ აუდს მატებს მეტ პასუხისმგებლობას და აძლევს უდიდეს მოტივაციას, განავითაროს და უფრო მეტი მოთხოვნა წარმოქმნას ბრენდის ირგვლივ ლოკალურ ბაზარზე.
 
ცენტრში წარმოდგენილია აუდის უახლესი დიზაინის მოდელები, მაღალი აღჭურვით.
 
ყველა მოდელზე ვრცელდება 2 წლიანი გარანტია შეუზღუდავი გარბენით. გარდა ამისა თანხის დამატების შემთხვევაში შესაძლებელია 5 წლიანი საგარანტიო პერიოდის შეძენა.
 
შოურუმში წარმოდგენილი მანქანების შეძენის გარდა, მომხმარებელს საშუალება ექნება შეუკვეთოს სასურველი კომპლექტაციის და აღჭურვის ავტომობილი, შეიძინოს ბრენდის აქსესუარები და ისარგებლოს მაღალ კვალიფიციური სერვის მომსახურეობით.