|
|
Untitled Document
ჩაანაცვლე ძველი ახლით
თრეიდ ინის ცენტრი.
შალიკაშვილის №7.
220 80 80
 
”იბერია ბიზნეს ჯგუფი” გთავაზობთ პროგრამა თრეიდ ინს (Trade In), რაც გულისხმობს ახალი ავტომობილის შეძენისას თქვენი ძველი ავტომობილის ჩაბარებას და მხოლოდ ფასთა შორის სხვაობის დაფარვას. აღსანიშნავია, რომ IBG-ს თრეიდ ინ ცენტრში შესაძლებელია ნებისმიერი მარკის ავტომობილის ჩაბარება, რომელიც გამოშვებულია 1990 წელს შემდეგ. ფასთა შორის სხვაობის დაფარვა ასევე შესაძლებელია საბანკო სესხით, მყიდველის სურვილის მიხედვით შერჩეული ნებისმიერი ბანკის საშუალებით.


  

მეორადი ავტომობილის ჩაბარებისთვის საჭიროა ეწვიოთ თრეიდ ინის ცენტრს შალიკაშვილის №7-ში (გლდანის გადასახვევი, ყოფილი ავტობაზრობის ტერიტორია), მას შემდეგ რაც ჩვენი ექსპერტები შეაფასებენ თქვენს მანქანას, ახალი ავტომობილის გაფორმება, დაზღვევა და ყიდვა შესაძლებელია იბერია ბიზნეს ჯგუფის ავტოსალონებში.
 
თრეიდ ინის პროგრამა ვრცელდება, როგორც ფიზიკურ პირებზე, ასევე კომპანიებზე და სახელმწიფო უწყებებზე. ავტომობილის ჩაბარება შესაძლებელია ავტოპარკის ნებისმიერი მოცულობის შემთხვევაში, ხოლო ფასთა შორის სხვაობის დაფარვა სურვილისამებრ ხდება ლიზინგით.