|
|
Untitled Document
ოქროს საჭე 2015- ის საშუალო კლასის გამარჯვებულია - AUDI A4
26.02.2016

        საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციისა და ჟურნალ "AUTO BILD საქართველოს" ორგანიზებით წლის შემაჯამებელი გალა-დაჯილდოება ჩატარდა.  ღონისძიებაზე 2015 წლის საუკეთესო მრბოლელები და ავტომობილები გამოვლინდნენ.  საავტომობილოს პორტის ფედერაციამ საუკეთესო მრბოლელები დააჯილდოვა, ჟურნალ AUTO BILD-ის ქართულმა გამოცემამ კი- წლის საუკეთესო ავტომობილები 6 კატეგორიაში გამოავლინა.

     გერმანული ბრენდი აუდი ნომინირებული იყო საშუალო კლასის (AUDI A4), ლუქს-კლასი და მდიდრული SUV-ების (AUDI Q7) და სპორტული ავტომობილების კატეგორიაში (AUDI RB) გამარჯვება კი ბრენდს საშუალო კლასში ნომინირებულმა AUDI A4 -მა მოუტანა.

     გამოკითხვაში, რომელიც AUTO BILD-ის  ვებ-გვერდის საშუალებით მიმდინარეობდა სულ შემოვიდა 40 085 ხმა. სხვადასხვა კატეგორიის ნომინაციაში კი მხოლოდ და მხოლოდ  2015 წლის ახალი, ან მნიშვნელოვნად განახლებული მოდელები მონაწილეობდნენ.

    შეგახსენებთ, რომ  AUDI A4  გახდა ასევე გერმანულ ავტო ბილდის გამარჯვებულიც.