|
|
Untitled Document
Kia Motors-ის და ”გაუფერადე სამყაროს” ერთობლივი ღონისძიება
13.09.2014
2014 წლის 13 სექტემბერს კია მოტორსის სპონსორობით საქველმოქმედო ფონდმა ”გაუფერადე სამყარომ” ორი წლის სიმსივნით დაავადებული ლილეს და შვიდი თვის ორსული დარიას დასახმარებლად მრგვალ ბაღში  გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. 
   გამოფენის პარალელურად  მიმდინარეობდა საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უამრავმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ. 
   კია მოტორსმა არაერთხელ დაუჭირა მხარი ”გაუფერადე სამყაროს” ქველმოქმედებას და კეთილ მიზნებს. ის გეგმავს გააგრძელოს თანადგომა და მათზე ზრუნვა ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.