|
|
Untitled Document
საქველმოქმედო აქცია “გაუფერადე სამყარო”
25.01.2014

25 იანვარს კინო-თეატრ ამირანში გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება-გაუფერადე სამყარო   Volkswagen Georgia-ს მხარდაჭერით.

ბავშვთა სახლის- სადღეღამისო სკოლა „რწმენის“   პატარებს  სურვილი ჰქონდათ ეყურებინათ ახალი ქართული ფილმისთვის-„ჩემი ცოლის დაქალი კინოში“.

ბავშვებს სურვილის ასრულებაში დაეხმარა ფოლკსვაგენი და ორგანიზაცია “გაუფერადე სამყარო“.

    მათივე ეგიდით ფილმის დასრულების მერე ღონისძიების მონაწილეებს  საშუალება მიეცათ პირადად გასაუბრებოდნენ კინოს  მთავარ გმირებს, მსახიობებს:

ლელა მებურიშვილს, ანა ტყებუჩავას და ეკა დემეტრაძეს.   საღამომ ძალიან საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა.

ბოლოს ფოლკსვაგენმა პატარები დაასაჩუქრა და მათთვის ერთი საღამო  ბევრად უფრო ფერადი, მხიარული და დასამახსოვრებელი გახადა.