|
|
Untitled Document
აირჩიე Kia და შეცვალე მომავალი ფონდ იავნანასთან ერთად
04.12.2013

 25 ნოემბრიდან კია მოტორს ჯორჯია და ფონდი იავნანა იწყებენ ერთობლივ აქციას „შეცვალე მომავალი“. ყოველი მომხმარებელი, ვინც ცენტრიდან შეიძენს კიას დაეხმარება „იავნანას“ შეცვალოს მზურველობამოკლებული ბავშვების მომავალი.

ფიზიკური პირების მიერ შეძენილი ყოველი ავტომობილიდან თანხის გარკვეული ნაწილი გადაირიცხება ფონდ იავნანას ანგარიშზე, ის კი თავის მხრივ მიაწვდის დაგროვებულ თანხას მათ, ვინც ფინანსურად დამოკიდებულია ფონდზე. მომხმარებელს გადაეცემა დამადასტურებელი სერთიფიკატი.

„კია მოტორსი გლობალურად ათასობით ადამიანს ეხმარება. მაგალითად, ცოტახნის წინ ფილიპინებზე მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ კორპორაციამ საკმაოდ დიდი თანხა გადაურიცხა დაზარალებულ პროვინციებს. ჩვენც ყოველთვის ვცდილობდით მაქსიმალურად დავხმარებოდით მათ, ვისაც ეს სჭირდებოდა. ახლა კი ფონდ „იავნანასათან“ ერთად ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ჩვენს მომხმარებლებს ჩაერთონ აქციაში და გახდნენ ქველმოქმედნი.“ – აცხადებენ კია მოტორს ჯორჯიაში.

ფონდი იავნანა 2004 წლიდან ეხმარება მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს. ამ წლების განვავლობაში 7000-ზე მეტი ბავშვის  მომავალი შეიცვალა. ფონდის მხარდასაჭერად, პაატა ბურჭულაძის მოწვევით საოპერო სცენის მსოფლიო ვარსკვლავებმა საქველმოქმედო გალა-კონცერტები გამართეს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ  და გაეროს ბავშვთა ფონდმა ‘იუნისეფმა’ ფონდის დამაარსებელს  პაატა ბურჭულაძეს გაწეული ქველმოქმედებისთვის კეთილი ნების ელჩის წოდება მიანიჭეს.

„შეიძლება ითვქას, მთელი საზოგადოება უდგას გვერდში ჩვენს საქველმოქმედო პროექტებს და მათ შორის, გვეხმარებიან კერძო კომპანიებიც. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა სოციალურ სფეროში, რასაც ერთიანი ძალებით თანმიმდევრული შრომა სჭირდება. ჩვენს ფონდში ყოველდღიურად გაჭირვებაში მყოფი ათეულობით ადამიანის  თხოვნის წერილი შემოდის...იმედს ვიტოვებთ, რომ სხვა კომპანიებიც მიჰყვებიან კია მოტორსის მაგალითს და ჩვენ ერთად  არაერთი ბავშვის მომავალს შევცვლით“ – აცხადებენ ფონდ იავნანაში.