|
|
Untitled Document
კია დასახელდა წლის საუკეთესო ავტო მწარმოებლად Which?-ის მიერ
10.09.2012

Which?-მა კია წლის საუკეთესო ავტო მწარმოებლად დაასახელა. დიდი შექება მოიპოვა ახალმა სამოდელო რიგმა, ასევე 7 წლიანმა გარანტიამ.

Which?-ს პრეზიდენტის, Peter Vicary-Smith-ის განცხადებით ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კია შორთლისტში მოხვდა, და პირველივე ცდაზე ასეთი ტრიუმფი დიდი მიღწევაა. მისივე თქმით კია ერთ-ერთი წამყვანი საავტომობილო ბრენდია, და ამ კონკურსში დაამარცხა ისეთი მონაწილეები, როგორებიც არიან BMW, Hyundai, Skoda დაToyota.

კიას ახალმა მოდელებმა, რიო, სორენტო და პიკანტო, დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ლაბორატორიულ ტესტებში, ხოლო სიიდმა და ოპტიმამ საუკეთესო ქულები დაიმსახურეს საგზაო ტესტებში. კია აღიარეს როგორც ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე გაუმჯობესებულ ბრენდად.

კიას მმართველი დირექტორის, მაიქალ კოულის განცხადებით, მრავალი წლის დიზაინერული და ინჟინერული შრომა საბოლოოდ დაუფასდა კია მოტორსს და ესეთი ჯილდოს პირველივე ცდაზე  მოგება უდიდესი შედეგია.

Which? არის ბრიტანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია სხვადასხვა პროდუქციის პრაქტიკულ მომხმარებაში შემოწმებით. უკვე 50 წელზე მეტია ეს კომპანია ამ საქმეს ემსახურება.

 

 

 

###

კია მოტორსის კორპორაცია - ხარისხიანი ავტომობილების დამამზადებელი მათთვის, ვინც გულით ახალგაზრდაა - დაარსდა 1944 წელს და წარმოადგენს ყველაზე ძველ ავტომწარმოებელს კორეაში. წელიწადში კია მოტორსი 2.5 მილიონზე მეტ მანქანას აწარმოებს და 172 ქვეყანაში ახორციელებს გაყიდვებს. დღესდღეობით კია მოტორსს 47 000 თანამშრომელი ყავს და წლიური შემოსავალი 39 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. კია არის ავსტრალიის ღია პირველობის სპონსორი და ასევე ფიფას ოფიციალური საავტომობილო პარტნიორი. კია მოტორსის კორპორაციის ბრენდის სლოგანი - “Power to Surprise” - წარმოადგენს კომპანიის გლობალურ ვალდებულებას, გადააჭარბოს მომხმარებელთა მოლოდინს მუდმივი ინოვაციებით.