|
|
Untitled Document
კია მოტორსი 50 საუკეთესო ინტერბრენდების ,,Global Green Brands 2013-ის '' სიაში შევიდა.
14.06.2013

 

 კია მოტორსმა დაიკავა 37-ე ადგილი 2013 წლის Green brands-ებს   შორის, რომელსაც ყოველწლიურად შეისწავლის Interbrand.კორეული ავტომწარმოებელი ასევე შედის Global Brand 2012-ის საუკეთესო ასეულში. Interbrands აფასებს, როგორც გარემოს დაცვისათვის ჩატარებულ  ღონისძიებებს, ასევე პოზიციონირებას ბაზარზე.

 

Interbrand,  ეს არის გლობალური ბრენდინგის საკონსულტაციო,  რომელიც შეისწავლის მოწინავე ბრენდების საქმიანობას,  რაშიც მოიაზრება ბრენდის ანალიტიკა,  შეფასება, შეფუთვა, სტრატეგია, კორპორატიული დიზაინი. დღესდღეობით,  Interbrand ფუნქციონირებს 28 ქვეყანაში და ყოველწლიურად აქვეყნებს საუკეთესო ბრენდების სიას.

 

2013 წლის  საუკეთესო Green Brands -ის შესწავლის საფუძველზე, კიამ თავის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ეკოლოგიურობა დააყენა.ბრენდი დიდ აქცენტს აკეთებს ავტომობილების მაღალ ხარისხზე, ამავდროულად გადადგა უზარმაზარი ნაბიჯები ძრავის ეკონომიურობის გასაზრდელად. კიას გრძელვადიანი მიზანი კი ნულოვანი გამონაბოლქვის ძრავის მქონე ავტომობილის შექმნაა.

 

,,ჩვენი აზრით,  საუკეთესო Green brands-ები არიან  არა მარტო მოწინავე, წარმატებული  და მძლავრი,  არამედ მომგებიანი, მაღალი ბიზნეს ეთიკის მქონე,  ეკოლოგიურ საკითხზე ორიენტირებული კომპანიები.ჩვენ მივესალმებით კია მოტორსის ძალისხმევას,იყოს ერთ-ერთი ლიდერი ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავს გარემოს დაცვას.“ -განაცხადა ჯეზ ფრამტონმა,გლობალური ცენტრის,ინტერბრენდის აღმასრულებელმა დირექტორმა.