|
|
Untitled Document
თიბისი პრაიმ ქარდი და იბერია ბიზნეს ჯგუფი საავტომობილო ბრენდების უახლეს მოდელების წარდგენა
08.07.2011

8 ივლისს „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრი მსოფლიო დონის საავტომობილო ბრენდების უახლესი, 2011 წლის მოდელების პრეზენტაციას უმასპინძლა.

ღონისძიება  იბერია ბიზნეს ჯგუფისა და თიბისი პრაიმ ქარდის ერთობლივ პროექტს წარმოადგენდა, რომელმაც მოწვეულ სტუმრებს საშუალება მისცა პირველებს ეხილათ Audi A5 Sportback S line-ის უახლესი მოდელი.

Audi A5 Sportback-ის გარდა სტუმრებისთვის პირველად საქართველოში წარდგენილი იყო მრავალი მსოფლიო დონის ავტომწარმოებლის უახლესი მოდელები, რომლებიც  ახალი  უკრაინული სამოდელო სააგენტო „ნიკიტა მოდელსის“  სპეციალურად უკრაინიდან ჩამოსულმა მოდელებმა წარადგინეს.

ამ ღონისძიებაზე წარდგენილი იყო ისეთი ბრენდების  უახლესი მოდელები, როგორებიცაა  Infiniti QX56, Nissan Micra, Kia Cadenza, Audi Q5 S-line, Mitsubishi ASX, Renault Fluence საღამოს მთავარი პრემიერა კი Audi A5 Sportback S-line-ის წარდგენა იყო. გარდა პრეზენტაციისა, სტუმრებისთვის განუმეორებელი სანახაობა იყო. მათ თვალწინ საოცარი ილუზიონისტური ტრუკი შესრულდა.

ამასთანავე ღონისძიებაზე თიბისი ბანკისა და იბერია ბიზნეს ჯგუფის ახალი, ერთობლივი პროდუქტის წარდგენაც მოხდა, რომლის წყალობით  ყველა მსურველს  მისთვის სასურველი ავტომობილის შეძენა განსაკუთრებული პირობებით შეეძლო.