|
|
Untitled Document
ცვლილება KIA Motors Georgia-ს სამუშაო განრიგში
25.03.2020

 

 

 

 

კია მოტორს ჯორჯია, ითვალისწინებს საქართველოს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს COVID19-თან მიმართებაში და დროებით ზღუდავს შოურუმისა და სერვის ცენტრის მომსახურებას.

ამ ეტაპისათვის, შოურუმში ვიზიტი სრულად შეზღუდულია. თუმცა, ჩვენი გუნდი მზად არის საჭიროების შემთხვევაში, მოგემსახუროთ დისტანციურად.

ავტომობილის გაყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი: 032 224 01 01

სერვის ცენტრი იმუშავებს სპეციალური რეჟიმით და აუცილებლობის შემთხვევაში მოგემსახურებათ შეუფერხებლად. სერვის ცენტრის თითოეული თანამშრომელი აღჭურვილია სპეციალური ეკიპირებით და სრულად იცავს ჯანდაცვის ორგანიზაციების ყველა რეკომენდაციას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ცენტრში მოქმედებს შლაგბაუმის სისტემა და იკრძალება, როგორც ავტომობილის თავისუფლად შესვლა, ასევე ფიზიკური პირების თავისუფალი გადაადგილება.
ეკიპირებული თანამშრომელი თავად შეიყვანს ავტომობილს შიდა სივრცეში და მომსახურების დასრულების შემდეგ, დაგიბრუნებთ მას უსაფრთხო მდგომარეობაში.

 ავტომობილის სერვისთან დაკავშირებული შეკითხვების არსებობის შემთხვევაში და ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ დაუკავშირდეთ სერვისის მენეჯერს: თენგიზ ჯოხაძე- 577 73 56 56

იმედს ვიტოვებთ, რომ არსებული მდგომარეობა მალე დასრულდება და კვლავ შევძლებთ ჩვეულ სამუშაო გარემოში შეხვედრას.

მანამდე კი გთხოვთ, გაითვალისწინოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე საქართველოს მთავრობის რეკომენდაციები, დარჩეთ სახლში და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!