|
|
Untitled Document
ცვლილება Mitsubishi Motors Georgia-ს სამუშაო განრიგში
25.03.2020

 

 

 

 

"მიცუბიში მოტორსის" ოფიციალური დილერი საქართველოში შპს კავკასუს მოტორსი, ითვალისწინებს საქართველოს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს COVID19-თან მიმართებაში და დროებით ზღუდავს შოურუმისა და სერვის ცენტრის მომსახურებას.


ამ ეტაპისათვის, შოურუმში ვიზიტი სრულად შეზღუდულია. თუმცა, ჩვენი გუნდი მზად არის საჭიროების შემთხვევაში, მოგემსახუროთ დისტანციურად.

ავტომობილის გაყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი: 032 2527 527


სერვის ცენტრი იმუშავებს სპეციალური რეჟიმით და აუცილებლობის შემთხვევაში მოგემსახურებათ შეუფერხებლად. სერვის ცენტრის თითოეული თანამშრომელი აღჭურვილია სპეციალური ეკიპირებით და სრულად იცავს ჯანდაცვის ორგანიზაციების ყველა რეკომენდაციას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ცენტრში მოქმედებს შლაგბაუმის სისტემა და იკრძალება, როგორც ავტომობილის თავისუფლად შესვლა, ასევე ფიზიკური პირების თავისუფალი გადაადგილება.

ეკიპირებული თანამშრომელი თავად შეიყვანს ავტომობილს შიდა სივრცეში და მომსახურების დასრულების შემდეგ, დაგიბრუნებთ მას უსაფრთხო მდგომარეობაში.

ავტომობილის სერვისთან დაკავშირებული შეკითხვების არსებობის შემთხვევაში და ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ დაუკავშირდეთ სერვისის მენეჯერს: ალექსანდრე ცაციაშვილი- 577 90 09 08

იმედს ვიტოვებთ, რომ არსებული მდგომარეობა მალე დასრულდება და კვლავ შევძლებთ ჩვეულ სამუშაო გარემოში შეხვედრას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!