|
|
Untitled Document
კია მოტორსმა ახალი სტრატეგია „Plan S“ წარმოადგინა, რომლის მიზანიც 2025 წლისთვის ელექტრომობილობის გაზრდაა
04.03.2020

 

 

 

 

Kia Motors Corporation-მა  „Plan S“-ის დეტალები გაასაჯაროვა. გეგმის საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგია, მომავალში საავტომობილო ინდუსტრიაში ლიდერული პოზიციის დამკვიდრებას მიზნად ისახავს, ავტომობილებში ელექტრიფიკაციისა და მობილობის გაუმჯობესების მიმართულებით.

2025 წლისთვის, KIA ელექტრო ბატარეაზე მომუშავე ავტომობილების სამოდელო რიგის შემოთავაზებას გეგმავს, რომელიც 11 მოდელს გააერთიანებს. ამით კომპანია გლობალური ელ-ავტომობილების ბაზრის 6.6 %-იანი წილს დაიკავებს, ხოლო ეკო მეგობრული ავტომობილების გაყიდვები 25 %-ით გაიზრდება.

ამ გეგმის პარალელურად კომპანია მუშაობს ელ-მობილობის სერვისის განვითარებაზეც, რაც ხელს შეუწყობს დიდ ქალაქებში ისეთი ურბანული პრობლემების მოგვარებას , როგორიცაა გარემოს დაბინძურება.

გლობალურ EV ბაზარზე, რომელიც ძალებს 2026 წლისთვის იკრებს, KIA 500 000 ელექტრომობილის და 1 მილიონი ეკო მეგობრული ავტომობილის გაყიდვას გეგმავს. ავტომობილების ელექტრიფიკაციის მიმართულებით ლიდერის პოზიციის მოპოვებისა და  ბიზნესის დივერსიფიკაციისთვის კი, Kia Motors-ი 25 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას აპირებს.