|
|
Untitled Document
“აუდის თასი”
16.12.2019

 

 

 

 

11-16 დეკემბერს, Audi Georgia-ს მხარდაჭრით, საფეხბურთო კლუბმა “საბურთალო“-მ საერთაშორისო ტურნირი “აუდის თასი” გამართა, რომელშიც 2006 წელს დაბადებულმა მოზარდებმა მიიღეს მონაწილეობა. ტურნირში ასპარეზობდნენ წამყვანი ევროპული კლუბების აკადემიები. “აუდის თასის“ გამარჯვებული იტალიური „ვერონა“ გახდა, რომელმაც თერთმეტმერიანების სერიაში ესპანური „ლევანტე“ დაამარცხა. მესამე ადგილზე კი „საბურთალო“ გავიდა, რომელმაც აზერბაიჯანული „საბაჰი“ 3:1 დაამარცხა.