|
|
Untitled Document
U.S. News & World Report-ის მიხედვით კია 2020 წლის საუკეთესო SUV-ების მწარმოებელ ბრენდად დასახელდა.
21.11.2019

 

 

 

 

U.S. News & World Report-ის მიხედვით,  Kia Motors America-ს (KMA)„2020 წლის საუკეთესო SUV-ების მწარმოებელი ბრენდის“ ჯილდო მიენიჭა.  შეფასებაში მონაწილეობას იღებდა 35 ავტომწარმოებლის მსუბუქი, SUV, სატვირთო და მაღალი კლასის ავტომობილები.

„Kia ცხოვრების ყველანაირი სტილისათვის მორგებულ ავტომობილებს გთავაზობთ. SUV-ების და crossovers-ების მრავალფეროვანი არჩევანი მაღალ ხარისხს, თანამედროვე დიზაინსა და პრაქტიკულობას  აერთიანებს. „SUV სეგმენტში საუკეთესო საავტომობილო ბრენდის“  ჯილდოს მიღება ჩვენთვის დიდი პატივია და ამავდროულად  იმ ვალდებულების კიდევ ერთხელ გააზრებაა, რომ Kia-ს მომხმარებლებს მხოლოდ საუკეთესო ავტომობილები მივაწოდოთ“- განაცხადა Kia Motors America-ს პრეზიდენტმა მაიკლ კოულმა.

2020 წლის საუკეთესო საავტომობილო ბრენდის გამოსავლენად, U.S. News & World Report-მა, ბრენდის მიერ წარმოდგენილი ავტომობილების საერთო ქულა დაადგინეს. საერთო ქულა მიიღება რეიტინგიდან და ემყარება როგორც უსაფრთხოების და სანდოობის ხარისხს, ასევე პრესის შეფასებებს.