|
|
Untitled Document
Kia Motors-მა მესამე კვარტლის გაყიდვების შედეგები წარმოადგინა
06.11.2019

 

 

 

 

Kia Motors Corporation–მა, 2019 წლის მესამე კვარტლის შედეგები წარმოადგინა. გლობალური გაყიდვებიდან შემოსავალმა ჯამში 15.09 ტრილიონი კორეული ვონი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის შედეგებს 7.2 პროცენტით  აჭარბებს.  

ძირითად ბაზრებზე არსებული სავაჭრო გართულებების მიუხედავად, Kia Motors–ის გაყიდვები კვლავ სტაბილურად იზრდება.  ჯამში გლობალურმა გაყიდვებმა  მესამე კვარტალში 691,151 ერთეული  შეადგინა.

მიუხედავად  გლობალური სავაჭრო  დაძაბულობის, შესუსტებული ინვესტიციების და სხვადასხვა ეკონომიკური პრობლემებისა, კია მოტორსი განვითარებად ბაზრებზე SUV სეგმენტში წარმოების და შესაბამისად გაყიდვების მოცულობის ზრდას და პოზიციების უფრო მეტად გამყარებას გეგმავს.