|
|
Untitled Document
სიახლე Mitsubishi Motors Georgia-საგან
11.09.2019

 

 

 

 

Mitsubishi Motors-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში Caucasus Motors-ი წარმოგიდგენთ ახალ, მაღალი აღჭურვის 2019 წლის Mitsubishi Pajero Sport-ს.

თანამედროვე დიზაინისა და მაღალი იაპონური ხარისხის, შვიდ ადგილიანი ავტომობილი აღჭურვილია ისეთი ოფციებით, როგორიცაა: წამყვანი თვლები- Super Select 4WD, სტაბილურობის კონტროლი,აღმართზე ასვლის და დაშვების დამხმარე სისტემა, უკანა დიფერენციალის ჩამკეტი, დისტანციური საკეტი, უგასაღებო დაქოქვა და იმობილაიზერი, ორზონიანი კლიმატკონტროლი, ტყავის ჰიდრავლიკური მულტისაჭე კრუიზ და აუდიო კონტროლით.

კავკასუს მოტორსში შეძენილ ყველა ავტომობილზე ვრცელდება საგარანტიო პირობა: 3 წელი, ან 100 000 კმ.

ავტო დაკრედიტების კუთხით, მიცუბიშის ცენტრი საქართველოში არსებულ ყველა წამყვან ბანკთან თანამშრომლობს. ავტოგანვადების პირობები მრავაფეროვანია და სარგებლობა შეუძლიათ როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. საპროცენტო განაკვეთი იწყება 0%–დან და მერყეობს 15%–მდე. სესხის პროცენტი კი დამოკიდებულია თანამონაწილეობასა და ვადაზე.