|
|
Untitled Document
Kia Motors Corporation-მა 2019 წლის ივლისის გაყიდვების შედეგები წარმოადგინა
19.08.2019

 

 

 

 

Kia Motors Corporation-მა 2019 წლის ივლისის გლობალური გაყიდვების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ივლისის თვეში 225 902 ავტომობილის რეალიზაცია მოხდა.

Kia-ს საუკეთესო გაყიდვადი მოდელი კვლავ Sportage-ია 36 083 ერთეულით, მეორე  და მესამე ადგილებს კი Rio  და Forte ინაწილებენ. აღსანიშნავია განახლებული Cadenza (K7), რომლის რეალიზაციამაც კორეაში ივლისის თვეში 8 173 ერთეულს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია მოდელის დებიუტის, 2009 წლის შემდეგ.

მრავალფეროვანი და მასიური SUV– ების Seltos– სა და Telluride– ის წყალობით,  Kia  გაყიდვების მკვეთრ ზრდას 2019 წლის მეორე ნახევარიდან პროგნოზირებს.