|
|
Untitled Document
ფოლკსვაგენის I.D Buggy საფრანგეთში გამართულ ელეგანტურობის კონკურსზე აუდიტორიის გულს კიდევ ერთხელ იპყრობს
03.07.2019

 

 

 

 

მსოფლიო პრემიერაზე ჟენევაში, ID Family-ის ახალმა წარმომადგენელმა BUGGY-მ  შთაბეჭდილება  თავისი ფუტურისტული დიზაინით მოახდინა, ახლა კი საფრანგეთის ქალაქ შანტილში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ  კონკურსში „Concours d’Elegance“ აუდიტორიის გული კიდევ ერთხელ დაიპყრო.

"Chantilly Arts & Elegance, Richard Mille"  საავტომობილო ინდუსტრიის   ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსია, რომელიც ამავდროულად მოდის ჩვენებასაც მოიცავს. მსოფლიოში ცნობილი დიზაინერები უნიკალური ავტომობილებისათვის შესაფერის კოლექციას ქმნიან, პოდიუმზე კი მოდელები ავტომობილის გვერდით მოძრაობენ. 

კონკურსი ლოკაცია პარიზიდან 50 კილომეტრში მდებარე რენესანსის ეპოქის ციხესიმაგრე იყო, რამაც კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი უნიკალური ატმოსფეროს შექმნას.

„შანტილი  არის ადგილი, სადაც ყველაზე დახვეწილი ავტომობილებია წარმოდგენილი დაინტერესებული და გათვითცნობიერებული აუდიტორიისათვის. მე ვერ წარმომიდგენია უკეთესი გარემო  ჩვენი მომავლის დიზაინის დემონსტრირებისათვის" - განაცხადა Volkswagen-ის  მთავარმა დიზაინერიმა Klaus Bischoff-მა.

BUGGY შესანიშნავად წარმოაჩენს, რომ ელექტრო-კომპაქტური ავტომობილის მართვა შეიძლება იყოს სახალისო. განსაკუთრებული დიზაინის ავტომობილი, მართვის უნიკალურ გამოცდილებას გპირდებათ. მისი ინტერიერი მინიმალისტურია და  სპეციალურად ფიქსირებული სახურავისა და კარების გარეშეა წარმოდგენილი. ID. BUGGY1960-1970-იანი წლების კალიფორნიული ქვიშის დიუნების BUGGY – ის(Californian dune buggies) გათანამედროვებული ინტერპრეტაციაა.