|
|
Untitled Document
ამერიკის საგზაო უსაფრთხოების ინსტიტუტის მიერ Kia Stinger ყველაზე უსაფრთხო ავტომობილად დასახელდა
24.06.2019

 

 

 

 

საავტომობილო უსაფრთხოების ინსტიტუტმა (IIHS) ნომინაციაში „Top Safety PickPlus“  (TSP +) საუკეთესო რეიტინგის მქონე „ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი“  Kia Stinger დააჯილდოვა.  

 „დღეისათვია Stinger-ი კიას ისტორიაში ყველაზე სწრაფი ავტომობილია, თუმცა კომპანია ინტენსიურად განაგრძობს კვლევას, განვითარებას და ახალი ავტომობილების შექმნას.  TSP + ჯილდოს მიღება კიდევ ერთხელ  ადასტურებს, ჩვენს თავდაუზოგავ სწრაფვას სრულყოფილებისაკენ".- განაცხადა კია მოტორს ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა მაიკლ კოულმა.

2019 TSP+ ჯილდოს ნომინირებისთვის ავტომობილმა უნდა მოიპოვოს რეიტინგი “კარგი” 6 სხვადასხვა შეჯახების ტესტში (Crush Test): მძღლის მხარეს წინიდან კუთხური შეჯახება (driver-side small overlap front), მგზავრის მხარეს წინიდან კუთხური შეჯახება (passenger-side small overlap front), ზომიერი შეჯახება წინიდან (moderate overlap front), გვერდიდან, ტესტი ჭერისა და თავის საყრდენების სიმტკიცეზე.

აღსანიშნავია, რომ Stinger- ის ქვეითთა გადაადგილების ამომცნობმა სისტემამ  ტესტირებისას შეფასება  "უმაღლესი" დაიმსახურა.