|
|
Untitled Document
მომავლის ტექნოლოგია- Kia-ს ციფრული გასაღები
13.03.2019

ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ავტომობილი გაიღოს და დაიქოქოს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფიზიკური გასაღების გარეშე.

ჭკვიანი გასაღები ახდენს მომხმარებლის იდენთიფიცირებას   და ავტომატურად ცვლის მანქანის პარამეტრებს.

Kia Motors-მა ახალი "ციფრული გასაღების" შექმნა დააანონსა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეეძლებათ  ავტომობილი  სმარტფონის საშუალებით გააღონ და დაქოქონ. ტრადიციული გასაღებისაგან განსხვავებით, ახალი ციფრული გასაღების გადმოწერა   აპლიკაციის მეშვეობით შეიძლება და მისი გამოყენება  ოთხ ნებადართულ პირს შეუძლია.

ჭკვიანი გასაღები NFC ტექნოლოგის საშუალებით აღიქვამს  იმ ნებადართული პირის ტელეფონს, რომელიც ციფრული გასაღების აპლიკაციითაა აღჭურვილი და რომელიც ავტომობილის კაბინასთან ახლოს იმყოფება.

 სატრანსპორტო საშუალების გაღების შემდეგ, მომხმარებელს მისი დაქოქვა შეეძლება სმარტფონის უკაბელო დამტენის  pad-ში განთავსებითა და Start / Stop ღილაკზე თითის დაჭერით.

გასაღების ამოცნობის შემდეგ ავტომობილი ავტომატურად  აყენებს უკვე დამახსოვრებულ და მომხმარებელზე მორგებულ პარამეტრებს.  მათ შორის სარკეების, სავარძლებისა და საჭის პოზიციას, აგრეთვე აუდიო, ვიდეო და ნავიგაციის (AVN) სისტემებს. ამასთანავე, Kia- ს ციფრული გასაღები შესაძლებლობას იძლევა დისტანციურად, აპლიკაციის საშუალებით შეიცვალოს ავტომობილის სხვადასხვა პარამეტრები.

ახალი ტექნოლოგია ხელსაყრელია ავტომობილის გაქირავების შემთხვევაშიც;

ავტომობილის მფლობელს შეუძლია თავად განსაზღვროს თუ რამდენად ხელმისაწვდომია ესა თუ ის ფუნქცია სხვა მძღოლებისათვის.  მაგალითად, მფლობელს შეუძლია წინასწარ დაადგინოს ავტომობილით სარგებლობის  ხანგრძლივობა, ან დამქირავებელს შეუზღუდოს  გარკვეული ფუნქციებით სარგებლობა.

მომავლის ტექნოლოგიების დანერგვა Kia-ს ავტომობილებში ეტაპობრივად, მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება.