|
|
Untitled Document
Passat R-line–ს ტესტ დრაივი ფოლკსვაგენის ცენტრში
01.02.2017
  თებერვლის შუა რიცხვებიდან ფოლკსვაგენის ოფიციალურ ცენტრში ახალი Passat R-line–ს ტესტ დრაივი იქნება შესაძლებელი. 
ტესტ დრაივისთვის განკუთვნილი ახალი პასატი აღჭურვილი იქნება ოფციების მაქსიმალური რაოდენობით, 1.8 ტურბინირებული ძრავით და R-line–ს დიზაინით.
 
  „ახალი პასატი საქართველოს ბაზარზე ბრენდის ყველაზე გაყიდვადი და მოთხოვნადი მოდელია, ფოლკსვაგენის სპორტული მოდიფიკაციით R-line–ით დაინტერესება საკმაოდ დიდია, ამიტომაც თებერვლის დასაწყისიდან, ყველას ვინც ფოლკსვაგენ პასატის ყიდვით არის დაინტერესებული საშუალება ექნება შეძენამდე გატესტოს ეს მოდელი გზებზე“– აცხადებენ ფოლკსაგენის ცენტრში.