|
|
Untitled Document
ITA

254 00 00

მარშალ გელოვანის გამზირი (დავით აღმაშენებლის ძეგლთან)
სამუშაო საათები:
მაღაზია ყოველდღე 09:30-19:00, შაბათი 09:30-17:00, კვირა 11:00-15:00.
ავტოსერვისი: ყოველდღე 10:00-18:00, შაბათი 10:00-14:30 ვულკანიზაცია 10:00-17:00, დასვენების დღე- კვირა.
 
კომპანია იტა (იბერია ტექ ავტომოტივი) დაარსდა 2007 წელს.იგი წარმოადგენს იბერია ბიზნეს ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ კომპანიას.
 
კომპანია იტა მუშაობს რამოდენიმე მიმართულებით სათადარიგო ნაწილები, სავაჭრო ობიექტები და ავტო მომსახურება. ფლობს იმპორტული პროდუქციის სადისტრიბუციო ქსელს რომელიც მოიცავს როგორც თბილისს ასევე დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებს.
 
კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა კადრებით, რომლებიც ახორციელებენ ავტოსათადარიგო ნაწილების, ავტოდიაგნოსტიკური დანადგარების, საბურავების, აკუმლატორების, საცხებ-საპოხი მასალების, ავტოსერვისის დანადგარების და აღჭურვილობის, საავტომობილო აქსესუარების და ავტოქიმიური პროდუქციის იმპორტს ევროპის, აზიის და ამერიკის კონტინენტებიდან.
 
ჩვენი მიზანია კლიენტებს მოვემსახუროთ ხარისხიანად და ჩვენი ტექ პერსონალი იყოს მაღალკვალიფიციური. ამიტომ კომპანიის სერვის-ცენტრებში დასაქმებულ ავტოხელოსანთა უმეტეს ნაწილს გამოცდილება მიღებული აქვს ჰოლდინგური კომპანია”იბერია ბიზნეს ჯგუფის” სერვის ცენტრებში რომელიც წარმოადგენს ოფიციალურ დილერს საქართველოში შემდეგი საავტომობილო ბრენდების (Volkswagen, Audi, Skoda, Kia, Peugeot, MitsubishiRenault) ამ სერვის ცენტრებში პერიოდულად ხდება ხელოსანთა კვალიფიკაციის ამაღლება, ტრეინინგები და ახალი საავტომობილო მოდიფიკაციების ათვისება უცხოელი პარტნიორების დახმარებით.