|
|
Untitled Document
Precision
"Precision Auto Service" თბილისის ფილიალი
 
გარდა არსებული ბრენდებისა იბერია ბიზნეს ჯგუფი აგრძელებს ახალი მოთამაშეების შეომოყვანას ქართულ ბაზარზე.2013 წელს მას  შეუერთდა  “Precision Auto Care” მულტიბრენდული ავტოსერვისი და სათადარიგო ნაწილების ცენტრი, რომელიც არის პირველი ამერიკული საავტომობილო ფრანჩაიზ პროექტი საქართველოში.
 
18 დეკემბერს, თბილისში, ჯორჯბალანჩინის ქუჩაზე N5 (რენოს სადილერო ცენტრის გვერდით/ა.შ.შ.-სსაელჩოს მოპირდაპირე მხარეს) „პრესიჟენი ავტოსერვისი“ გაიხსნა.
 
პრესიჟენ ავტოსერვისი არის ამერიკული საავტომობილო სერვისების ფირმის Precision Tune Auto Care-ის ფრენჩაიზ ლიცენზიის მფლობელი კავკასიაში (საქართველო, აზერბაიჯანიდასომხეთი). ამერიკული კომპანია 35  წელზე მეტია რაც საავტომობილო სერვისების სფეროში მოღვაწეობს და მომხმარებელს  მულტიბრენდულ, უნივერსალურ საავტომობილო პროფილაქტიკურ სერვისებს სთავაზობს. პრესიჟენის ბრენდით 340  სერვისცენტრი ფუნქციონირებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის: ა.შ.შ., პორტუგალია, ტაივანი, ომანი, ნიგერია, ანგოლა და ახლა უკვე საქართველო. პარალელურად, პრესიჟენის სერვისცენტრები განვითარების სხვადასხვა სტადიაშია შემდეგ ქვეყნებში: მექსიკა, გაერთიანებული არაბეთის ემირატები, თურქეთი, ეგვიპტე, ლიბია, იორდანია, მაროკოდაა.შ.
 

 

პრესიჟენს აქვს მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ავტომობილების სერვისის მენეჯმენტ-სისტემა და ფრენჩაიზორებს სთავაზობს უმაღლესი კლასის მენეჯმენტისა და ტექნიკური სწავლების საერთაშორისო პროგრამებს ‘პრესიჟენ აკადემიაში“, რომელიც მდებარეობს ფირმის ამერიკულ სათაო ოფისში, ქალაქ ლისბურგში, შტატი ვირჯინია. კავკასიის რეგიონალური „პრესიჟენისაკადემია“  შეიქმნა თბილისშიც, სადაც  მუდმივად ჩატარდება ხელოსნების ტრეინინგი.

პირველეტაპზე, პრესიჟენ ავტოსერვისის ბრენდით გაიხსნა  სერვისცენტრი  თბილისში,და კიდევ 3 ცენტრი გაიხსნება რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. ბრენდის განვითარების მეორე ეტაპი დაიწყება 2014 წელს და მოიცავს, როგორც საქართველოს დანარჩენ რეგიონებს, ასევე აზერბაიჯანს და სომხეთს. საქართველოში პრესიჟენის ბრენდის განვითარება გამოიწვევს 60  სპეციალისტის დასაქმებას.

პროექტი დაფინანსდა ამერიკის მთავრობის საინვესტიციო კორპორაციის-  „ოპიკ“-ის მიერ და წარმოადგენს ბანკის მიერ დაფინანსებულ პირველ ფრენჩაიზულ პროექტს საქართველოში.

 

 

 

 

 

 

 
2015 წლის 18 აპრილს "პრესიჟენ ავტო სერვისის" ბათუმის ფილიალი გაიხსნა
 
პრესიჟენ ავტო სერვისი არის თანამედროვე ამერიკული ფრენჩაიზ კონცეპცია ბათუმში, რომელიც მდებარეობს აეროპორტის გზატკეცილი 181-ში. ეს არის მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომობილის რემონტისა და ტექნიკური მომსახურების უნივერსალური სერვის ცენტრი.
 
Precision auto service-ს ბათუმის ფილიალი დამყარებულია ორმაგ ბეი სისტემაზე რაც ითვლება სახელოსნოების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და პრაქტიკულ განლაგებად და შედგება 8 ბოქსისგან. პრესიჟენ ავტო სერვის ბათუმი სერტიფიცირებულია მოემსახუროს ფოლკსვაგენის, კიას, შკოდას და აუდის მარკის ოფიციალურ სადილეროებს და გაუწიოს ყველანაირი ავტოსერვის მომსახურება.
 
მიუხედავად იმისა თუ სად არის ავტომობილი არმოებული, ა.შ.შ.-ში, ევროპასა თუ აზიაში, პრესიჟენ ავტო სერვისი საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილის სერვისის სრულ პაკეტს, მოსახერხებელი მომსახურების გარანტიებით, პროფესიონალური და ეთიკური ნორმების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.
 
ქართული წარმომადგენლობა ჩართულია Precision ბრენდის ფრენჩაიზულ ქსელში, სადაც გაერთიანებულია ფილიალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ამ მხრივ წარმოადგენს საავტომობილო ცოდნისა და გამოცდილების მდიდარ წყაროს.