|
|
Untitled Document
Mitsubishi Motors-მა საქართველოს მთავრობას პირველი ელექტრო მობილები გადასცა

2014 წელს პირველად საქართველოში მიცუბიში მოტორს კორპორაციამ საქართველოს მთავრობას ელექტრო ავტომობილები გადასცა.

მიცუბიში მოტორს კორპორაციამ, გამოიჩინა კეთილი ნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და 5 ერთეული მიცუბიშის ინოვაციური ელექტრომობილი I-Miev-ი გადასცა.

Mitsubishi I-MIEV-ი არის ეკოლოგიურად სუფთა ელექტრო მანქანა, რომელსაც სავსე აკუმულატორით 120-150 კილომეტრის გავლა შეუძლია. I-Miev-ის დატენვა ჩვეულებრივი დენის წყაროშია შესაძლებელი და ამას 7 საათი სჭირდება.

ელექტრომობილები საქართველოში მალე ძალიან დიდი პოპულარობით ისარგებლებს და მის ეკოლოგიურობას კიდევ უფრო დიდი ყურადღება დაეთმობა.

გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ იაპონიის ელჩი საქართველოში ბ-ნ ტოშიო კაიტანი, მიცუბიში მოტორს კორპორაციის ევროპა-მცირე აზია-აფრიკის რეგიონების კორპორატიული დირექტორი ბ-ნ კაჯი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნათია მიქელაძე.