|
|
Untitled Document
სასწრაფო სამედიცინო დახმარების განახლებული ავტოპარკი, ფოლკსვაგენ ტრანსპორტერებით დაკომპლექტდა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ახალი სასწრაფო დახმარების სიტემის ფარგლებში, რეგიონებს 100 ერთეული სპეც დანიშნულების ავტომობილები გადასცა.

სასწრაფო დახმარების განახლებული ავტოპარკი, გერმანული წარმოების ფოლკსვაგენის მარკის ტრანსპორტერებითაა დაკომპლექტებული. ყველა ავტომობილს გააჩნია მაღალი გამავლობა, რაც რეგიონებისათვის მეტად მოსახერხებელია.

აღსანიშნავია, რომ ფოლკსვაგენ საქართველოს მიერ სამინისტროსათვის გადაცემული ავტომობილები უახლესი სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და შესაბამისად სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.