|
|
Untitled Document
ავტობაზრობა რუსთავში - MyAuto

2011 წელს „იბერია ბიზნეს ჯგუფმა“ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 2 ივნისიდან რუსთავის შესასვლელში ახალი ავტობაზრობა სახელად Myauto გახსნა.

ავტობაზრობა და მისი დამხმარე ნაგებობები 46 000 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი. ბაზრობას  ჯამში 2000 მანქანის მოემსახურება შეუძლია, აქვე ფუნქციონირებს საბაჟო ტერმინალიც. ახლო მომავალში ავტობაზრობაზე ამერიკული ფრენჩაიზი ”პრესიჟენ ავტო სერვისი” - მულტიბრენდული საავტომობილო სერვის ცენტრის აშენებაა დაგეგმილი, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს საქართველოსთვის აქამდე უპრეცედენტო მომსახურება ადგილზე მიიღოს.