|
|
Untitled Document
სოციალური პასუხისმგებლობა


AVON-ის ვარდისფერი მსვლელობა KIA MOTORS-ის მხარდაჭერით.

AVON-მა KIA MOTORS-ის მხარდაჭერით 2015 წლის 31 ოქტომბერს თბილისში მასშტაბური ვარდისფერი მსვლელობა გამართა, რომელიც თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და დასრულდა ვაკის პარკში. ვარდისფერი მსვლელობა სპეციალური კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი ქართველი მომღერლები და მუსიკალური ჯგუფები: "ვაკის პარკი", "LOUDspeakers", "Jer Bird" და თიკა მახალდიანი.

AVON-ის ეგიდით და KIA MOTORS-ის მხარდაჭერით, ვარდისფერ სამოსში ჩაცმულმა 500-ზე მეტმა მონაწილემ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში საინფორმაციო ფლაერები დაარიგა. კამპანიის მიზანია მოუწოდოს ქალბატონებს, დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა და დროულად ჩაიტარონ გამოკვლევა, რომელსაც კომპანია AVON-ი მსურველებს უფასოდ ჩაუტარებს ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ეივონის მამოგრაფიის კაბინეტში.

ვარდისფერ მსვლელობას უერთდებიან: რუსა ჩაჩუა, ნუკრი კაპანაძე, ეკა ხოფერია, ანსამბლი "შვიდკაცა", ირინა ონაშვილი, სალომე ღვინიაშვილი, თეონა თავართქილაძე, ნოდიკო ტატიშვილი და დათუნა სირბილაძე.

KIA MOTORS-ი ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს მსგავს ღონისძიებებს და ეხლაც მოუწოდებს მოსახლეობას ჩაიტარონ გამოკვლევა ძუძუს პრევენციისთვის, რადგან დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში პაციენტის გადარჩენის შანსი 97%-ს შეადგენს.

 
 
 

იბერია ბიზნეს ჯგუფის და ფონდ იავნანას საქველმოქმედო კონცერტი

2015 წლის 15 იანვარს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოში ყველაზე დიდმა საავტომობილო ჰოლდინგმა - იბერია ბიზნეს ჯგუფმა ფონდ იავნანასთან ერთად საქველმოქმედო ღონისძიება გამართა. საღამოზე წარმოდგენილი იყო ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები.

იბერია ბიზნეს ჯგუფის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს საქველმოქმედო საქმიანობა, რომელიც მოიცავს ტაძრების მშენებლობას და სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში აქტიური მონაწილეობის მიღებას.

15 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჰოლდინგმა გადაწყვიტა თავის მომხმარებლისა და პარტნიორებისათვის საახალწლო საჩუქრად გადაეცა საქველმოქმედო საღამოს მოსაწვევები, ღონისძიების ძირითად მიზანს წარმოადგენდა 7 შვილიანი ოჯახის დახმარება და მათთვის საცხოვრებელი ბინის გადაცემა. მრავალშვილიანი ოჯახი ლანჩხუთის რაიონ სოფელ ჩოჩხათში უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობდა.

იბერია ბიზნეს ჯგუფის საქველმოქმედო კონცერტის მერე, 10 სულიან ოჯახს მათსავე სოფელში საჩუქრად გადაეცათ 2 სართულიანი სახლი დიდი ეზოთი, რომელიც ყველა საცხოვრებელ პირობას აკმაყოფილებდა.

იბერია ბიზნეს ჯგუფი სისტემატიურად თანამშრომლობს ფონდ იავნანასთან, რომელიც პატარ-პატარა აქციებით დაიწყო და საბოლოოდ დიდი შედეგი გამოიღო.

  
  

 

ირჩიე Kia და შეცვალე მომავალი ფონდ იავნანასთან ერთად

25 ნოემბრიდან კია მოტორს ჯორჯია და ფონდი იავნანა იწყებენ ერთობლივ აქციას „შეცვალე მომავალი“. ყოველი მომხმარებელი, ვინც ცენტრიდან შეიძენს კიას დაეხმარება „იავნანას“ შეცვალოს მზურველობამოკლებული ბავშვების მომავალი.

 

ფონდი იავნანა 2004 წლიდან ეხმარება მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს. ამ წლების განვავლობაში 7000-ზე მეტი ბავშვის  მომავალი შეიცვალა. ფონდის მხარდასაჭერად, პაატა ბურჭულაძის მოწვევით საოპერო სცენის მსოფლიო ვარსკვლავებმა საქველმოქმედო გალა-კონცერტები გამართეს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ  და გაეროს ბავშვთა ფონდმა ‘იუნისეფმა’ ფონდის დამაარსებელს  პაატა ბურჭულაძეს გაწეული ქველმოქმედებისთვის კეთილი ნების ელჩის წოდება მიანიჭეს.

 
Volkswagen Georgia-ს საქველმოქმედო აქცია “გაუფერადე სამყარო"
 
25 იანვარს კინოთეატრ ამირანში გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება-გაუფერადე სამყარო   Volkswagen Georgia-ს მხარდაჭერით.ბავშვთა სახლის- სადღეღამისო სკოლა „რწმენის“   პატარებს  სურვილი ჰქონდათ ეყურებინათ ახალი ქართული ფილმისთვის-„ჩემი ცოლის დაქალი კინოში“.ბავშვებს სურვილის ასრულებაში დაეხმარა ფოლკსვაგენი და ორგანიზაცია “გაუფერადე სამყარო“.

    

მათივე ეგიდით ფილმის დასრულების მერე ღონისძიების მონაწილეებს  საშუალება მიეცათ პირადად გასაუბრებოდნენ კინოს  მთავარ გმირებს, მსახიობებს:ლელა მებურიშვილს, ანა ტყებუჩავას და ეკა დემეტრაძეს.  საღამომ ძალიან საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა.ბოლოს ფოლკსვაგენმა პატარები დაასაჩუქრა და მათთვის ერთი საღამო  ბევრად უფრო ფერადი, მხიარული და დასამახსოვრებელი გახადა.      

 

Kia Motors-ის და ”გაუფერადე სამყაროს” ერთობლივი ღონისძიება

2014 წლის 13 სექტემბერს კია მოტორსის სპონსორობით საქველმოქმედო ფონდმა ”გაუფერადე სამყარომ” ორი წლის სიმსივნით დაავადებული ლილეს და შვიდი თვის ორსული დარიას დასახმარებლად მრგვალ ბაღში  გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. 

გამოფენის პარალელურად  მიმდინარეობდა საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უამრავმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ. 
 
   

კია მოტორსმა არაერთხელ დაუჭირა მხარი ”გაუფერადე სამყაროს ” ქველმოქმედებას და კეთილ მიზნებს. ის მომავალშიც გეგმავს გააგრძელოს თანადგომა და მათზე ზრუნვა ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება.

 
ფოლკსვაგენი - საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" მხარდამჭერი

  ფოლკსვაგენი აქტიურად იღებს მონაწილეობას ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში. გერმანული ბრენდი გახლავთ საფეხბურთო სკოლა ,,საბურთალოს” მხარდამჭერი. 2011 წლის დეკემბერში ჩატარდა ფოლკსვაგენის თასი, რომელშიც სპეციალურად საბურთალოს საფეხბურთო სკოლის ახალი სტადიონის გახსნისთვის ჩამოსული ცნობილი ჰოლანდიური გუნდის ვიტესის ახალგაზრდული ნაკრები იღებდა მონაწილეობას.

    

2011 წლის 20 ოქტომბერს სტარტი აიღო ფოლკსვაგენის საჩოგბურთო ტურნირმა. ის პირველად ჩატარდა და ორი მიმართულებით მიმდინარეობდა: მოყვარულთა შორის წყვილთა თანრიგში და პროფესიონალ ვაჟთა და გოგონათა შორის ერთეულთა თანრიგში 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. ტურნირი მნიშვნელოვანია იმით, რომ გამარჯვებულებს პროფესიონალ ვაჟთა და გოგონათა შორის ფოლკსვაგენ საქართველომ დაუფინანსდათ გამგზავრება პირველივე ევროპულ ტურნირზე, რომელეზეც ისინი მოხვდნენ. ასეთი საერთაშორისო ტურნირებზე გამგზავრების შედეგად მიღებული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია სპორტსმენისთვის. დაწვრილებით -->