|
|
Untitled Document
Audi

აუდის ცენტრი

250 60 60
მარშალ გელოვანის გამზირი
 
სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-15:00, დასვენების დღე- კვირა.
 
 
 

 
 
 
 
 
100 წლიანი ისტორიის მქონე გერმანული ბრენდი აუდი 2005 წლიდან გახდა იბერია ბიზნეს ჯგუფის წევრი. დღეისათვის ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრენდია მაღალი კლასის ავტომობილების წარმოებაში.
 
2015 წლის მარტში გაიხსნა გერმანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული აუდის ცენტრი, რომელიც უმაღლესი სტანდარტებით პირველია აღმოსავლეთი ევროპისათვის და მის მშენებლობაში 3 მილიონამდე ინვესტიცია განხორციელდა. გახსნას დაესწრო აუდის რეგიონალური ოფისის დირექტორი, რომელიც საქართველოს პირველად ეწვია და ეს ფაქტი მნიშვნელოვანია ბრენდის სამომავლო განვითარებისთვის.
 
ცენტრში წარმოდგენილია აუდის უახლესი დიზაინის მქონე მოდელები, მაღალი აღჭურვით.
 
ყველა მოდელზე ვრცელდება 2 წლიანი გარანტია, შეუზღუდავი გარბენით, ხოლო სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია საგარანტიო პერიოდის 5 წლამდე გაზრდა.
 
შოურუმში წარმოდგენილი მოდელების გარდა შესაძლებელია ნებისმიერი ავტომობილის შეკვეთა სასურველი კომპლექტაციით და ასევე ბრენდის აქსესუარების შეძენა. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს მაღალკვალიფიციური სერვის მომსახურებით.