|
|
Untitled Document
საფეხბურთო კლუბი

2015 წლიდან "საბურთალო" უმაღლეს ლიგაში პირველად ასპარეზობს. ამავე წელს სექტემბერში კლუბს დებიუტი ჰქონდა ევროასპარეზზე - საბურთალო აღმონდა პირველი, რომელმაც საქართველოს სახელი დაიცვა იუნიორთა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე.

 

2015 წლის ზაფხულში "საბურთალოდან" ბელგიურ "გენტში" ჯიმი ტაბიძე გაიყიდა, რომელმაც 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

 

2015 წლის ზაფხულში თბილისის "დინამომ" ჩვენი ფეხბურთელები - გიორგი თევზაძე და გიორგი არაბული შეიძინა.

 

2015 წლის ოქტომბერში "საბურთალოს" ოწვევით თბილისში სტუმრად იმყოფებოდა მსოფლიოსა და ესპანური ფეხბურთის ლეგენდა ფერნანდო იერო, რომელთანაც მომავალში საქმიანი თანამშრომლობა იგეგმება.

 

საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" 1999 წლის 20 აგვისტოს იოსებიძის ქუჩაზე მდებარე №161-ე საჯარო სკოლაში გიგა არევაძემ, ქართლოს ჭუმბურიძემ და მამუკა კვარაცხელიამ დააფუძნეს, პირველი დირექტორი კახა ჭუმბურიძე გახლდათ.

2005 წელს კლუბის მეპატრონე შეიცვალა: შპს საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" ცნობილმა ჰოლდინგმა, "იბერია ბიზნეს ჯგუფმა" შეიძინა; პრეზიდენტი გახლავთ ბატონი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელმაც მიზნად დასახა საფეხბურთო კლუბის ეტაპობრივი განვითარების გეგმა და წარმოადგინა აღნიშნული გეგმის პროექტი, რომლის ხორცშესხმაც ფაქტიურად მეორე დღიდანვე დაიწყო; ხოლო კლუბის გენერალური დირექტორი ბატონი კახა ჭუმბურიძე გახლავთ. 

დაარსების დღიდან კლუბში თავმოყრილია გამოცდილი სპეციალისტების (ადმინისტრაცია, მწვრთნელები) ჯგუფი, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ მოზარდ თაობებს. ამას ნათლად ასახავს ის ფაქტი რომ 1999 წლიდან დღემდე, საფეხბურთო კლუბ „საბურთალო“–ში მრავალი ნიჭიერი ფეხბურთელი აღიზარდა. 

ჩვენი აღსაზრდელები საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში ირიცხებიან და მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციების მიერ ორგანიზებულ მატჩებში. საფეხბურთო კლუბ „საბურთალო“–ს აღზრდილები არიან გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი. ორივე მათგანი საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატები არიან. ჭანტურია 1,5 წლით საფეხბურთო კლუბ „ბარსელონა“–ში მათივე მიწვევით იჯარით იმყოფებოდა, შემდეგ შრომითი კონტრაქტი ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბ „ვიტეს“–თან გააფორმა, 2014 წლიდან კი იტალიურ "ვერონა"-ში ჩაირიცხა. რაც შეეხება ყაზაიშვილს, ვაკო უკვე რამდენიმე წელიწადია ჰოლანდიურ "ვიტესის" ღირსებას წარმატებით იცავს. ასევე საზღვარგარეთ სტაჟირებაზე იყვნენ ბაჩანა არაბული (კიევის "დინამო", მანჩესტერი), დავით ხოჭოლავა (ემპოლი), არჩილ ტვილდიანი (მოსკოვის სპარტაკი), ჯემალ ტაბიძე ("ლივერპული", მადრიდის "რეალი"). უნდა აღინიშნოს, რომ ლევან ყენია ადრეულ ასაკში, ჩვენს კლუბში ვარჯიშობდა. 1993-1994 წლებში დაბადებული ჩვენი 9 ფეხბურთელი ჩაირიცხა საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამო“–ში, ხოლო 1992 წელს დაბადებული 2 ბავშვი საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონ“–ში. მსგავსი წარმატებები საფეხბურთო კლუბ „საბურთალო“–ს არაერთი აქვს, რაშიც დიდი დამსახურება მიუძღვის კლუბის სწორ მენეჯმენტს, კვალიფიციურ მწვრთნელებსა და სკოლის ინფრასტრუქტურას. 

შპს საფეხბურთო კლუბ „საბურთალო“–ს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ინფრასტრუქტურის განვითარება. კლუბს აქვს 5 მცირე ზომის მოედანი იოსებიძის ქუჩაზე, ასევე 2 მცირე ზომისა და ერთიც სტანდარტული ზომის სტადიონი ("ბენდელა") ასათიანის ქუჩა №7ა –ში (სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე), სადაც განთავსებულია კლუბის ადმინისტრაცია, vip-ლოჟა, სამედიცინო ცენტრი, კეთილმოწყობილი გასახდელები, საშხაპეები და ყველანაირი პირობაა შექმნილი ფეხბურთელებისთვის.
2011 წლიდან ზაზა ბენდელიანის სახელობის სტადიონ "ბენდელა"–ზე ტარდება ყოველწლიური, ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი:
2011 წლის დეკემბერში – "ვოლკსვაგენის თასი", სადაც მონაწილეობდა საფეხბურთო კლუბი "ვიტესი" (ჰოლანდია). ამ წელს გამარჯვებული "საბურთალოს" გუნდი გახდა. 
2012 წლის დეკემბერში "ვოლკსვაგენის თასი" "სალერის თასმა" ჩაანაცვლა, სადაც მონაწილეობდნენ "ვიტესი", "მალაგა", "საბურთალო" და "ლოკომოტივი". ამ წელსაც პირველობა არავის დაუთმო ჩვენმა კლუბმა.
2013 წლის მიწურულს იგივე ტურნირზე უკვე ჩვენ გუნდთან ერთად მადრიდის "ატლეტიკომ", უკრაინულმა "დნიპრომ" და ებრაელურმა "მაკაბიმ" იასპარეზა. "სალერის თასის" გამარჯვებულიც ამჯერადაც "საბურთალოს" გუნდი გახდა.
2010-2011 წლებში თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე, საუკეთესო სკოლად "საბურთალო" დასახელდა. 2011-2012 წლებში კი "საბურთალო" (1998 წლიანების გუნდი) საუკეთესო გუნდად სცნეს. ამავე ორგანიზაციის გამოკითხვით, 2012-2013 წლების საუკეთესო სკოლად კვლავინდებურად ჩვენი სკოლა გამოარჩიეს, ხოლო იმავე წელს საუკეთესო გუნდად კვლავ "საბურთალოს" 1998 წელს დაბადებულების გუნდი აღიარეს.
2013-2014 წლების სეზონზე "საბურთალომ" პირველად იასპარეზა საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში.